საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში დაგეგმილ საახალწლო ღონისძიებებს,რომელიც პრემიერ-მინისტრის ინიციატივით იმართება დღეს რუსთავი მასპინძლობს.
სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ეწყობა საბავშვო გასართობი სივრცეები, განთავსებულია ხის საახალწლო სახლები და ინსტალაციები.
საახალწლო ღონისძიებები 15:00 საათიდან დაიწყება.
15:00-20:00 – საშობაო ბაზრობა: ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, გლინტვეინი, დარიჩინის ორცხობილა, ცხელი შოკოლადი
15:00-20:00 – საბავშვო სივრცე: თამაშები, ზღაპრის გმირები, საბავშვო წარმოდგენები, თოვლის ბაბუა და საჩუქრები
15:30-19:00 – ზღაპრის გმირების საზეიმო მსვლელობა მოსიარულე ორკესტრთან ერთად, ბავშვების შეხვედრა თოვლის ბაბუასთან
19:00 – 20:00 – ანსამბლი „ქართული ხმები“და ბენდი
20:00 -21:00 – ჯგუფი ‘’რეგიონი”
21:00 საათზე კი ღონისძიებას საზეიმო ფოიერვერკი დაასრულებს.