საგარეჯოში თავდასხმის შედეგად ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა

საგარეჯოში მომხდარი თავსხმის შედეგად დაშავებულებს, „ჯეოჰოსპიტალსის“ მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში მკურნალობენ. ექიმის ინფორმაციით, ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა,რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში და იმყოფება მართვით სუნთქვაზე.

ორი პაციენტის მდგომარეობა კი ამ დილისთვის დამაკმაყოფილებელია.

შეგახსენებთ საგარეჯოში მომხდარი თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი გარდაიცვალა, სულ 5 კი – დაშავდა. 2 პაციენტი ბინაზე უკვე გაწერეს.