სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, 2022 წელს საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების მაჩვენებელი წლიურად 69%-ით გაიზარდა.
გასულ წელს საქართველოს საჰაერო სივრცეში ჯამში 147 253 გადაფრენა დაფიქსირდა, მაშინ როცა ეს მაჩვენებელი 2021 წელს 87 314 ათასი იყო. საჰაერო სივრცის გამოყენების მაჩვენებელი 4.5%-ით არის გაზრდილი 2019 წელთან შედარებითაც. მაშინ 140 972 გადაფრენა დაფიქსირდა.
საჰაერონავიგაციაში აცხადებენ, რომ საჰაერო ნაკადების ზრდა რუსეთ-უკრაინის ომის გარდა Covid-19-ის რეგულაციის შემსუბუქებასაც უკავშირდება. კერძოდ, ზრდას, შესაძლოა, რამდენიმე მიზეზი განაპირობებდეს: კოვიდ-რეგულაციების შემსუბუქება რიგ ქვეყნებში, უკრაინის კონფლიქტი და რუსეთის საჰაერო სივრცის დაკეტვის გამო საჰაერო ნაკადების გადაჯგუფება.