უცნობია სად მიასვენებენ ყოფილ სამხედროს,რომელმაც საგარეჯოში 5 ადამიანი მოკლა

საგარეჯოში სისხლიანი ღამის მომწყობი სამხედროს დაკრძალვის ადგილი, ჯერჯერობით უცნობია.

ადგილობრივები ამბობენ, რომ 49 წლის ყოფილი სამხედროს, ნოდარ ათუაშვილის ცხედარი, სახელმწიფომ უნდა დაკრძალოს.

როგორც ცნობილია ნოდარ ათუაშვილი მორგში ასვენია და ოჯახის წევრები მის სახლში გადასვენებაზე უარს აცხადებენ, არც ცხედრის დაკრძალვაზე გამოუთქვამთ სურვილი.

ჯერჯერობით უცნობია, ყოფილი სამხედროს ცხედრის დაკრძალვაზე, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სახელმწიფო უწყებები, ან რა ფორმით ჩაერთვება საქმეში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია.

შეგახსენებთ, 19 იანვრის ღამეს, ყოფილმა სამხედრომ, ნოდარ ათუაშვილმა, საკუთარი საცხოვრებელი სახლის აივნიდან, 5 ადამიანი მოკლა, 5 კი დაჭრა.