ავტოსაგზაო შემთხვევა ქარელთან მსხვერპლით დასრულდა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქარელთან – მაგისტრალზე ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია ერთი, რომელიც ქარელის კლინიკაშია გადაყვანილი. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

გამოძიება სისხლის სამართლის 276 მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო.