ანასტასია გუბანოვა ევროპის ჩემპიონი გახდა

ანასტასია გუბანოვა ევროპის ჩემპიონი გახდა. ეს პირველი ქართული ოქროს მედალია ფიგურულ ციგურაობაში.

მოკლე პროგრამაში პირველი ადგილის დაკავების შემდეგ, დღეს საქართველოს სახელით მოასპარეზე ანასტასია გუბანოვამ თავისუფალ პროგრამაში – 130.10, საერთო ჯამში კი 199.91 ქულა მოაგროვა და ევროპის ჩემპიონი გახდა.