ბელგიის პოლიცია ლიზა ქისტაურის დაღუპვას ადასტურებს

ბელგიის პოლიციამ ქართველი ტრანსგენდერის, ლიზა ქისტაურის დაღუპვის ფაქტი დაადასტურა.

აღნიშნული ინფორმაცია ბელგიაში საქართველოს საკონსულოს რამდენიმე წუთის წინ შეატყობინეს. როგორც ცნობილია მომხდარის შესახებ ინფორმირებულია დაღუპულის დედაც. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

შეგახსენებთ ბელგიის ქალაქ ანტვერპენში ქართველი ტრანსგენდერის, ლიზა ქისტაურის მკვლელობის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად გუშინ გავრცელდა, თუმცა ოფიციალურად ამ დრომდე არ დასტურდებოდა.