პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაგეგმილ საახალწლო ღონისძიებაზე, გარდაბანში თიკა მახალდიანმა,ანი ვეკუამ და ოთო ნემსაძემ იმღერეს.
ქალაქის მთავარი სადღესასწაულო კონცერტი დღეს 2 იანვარს გაიმართა.
დღესასწაულის ფარგლებში საბავშვო- გასართობი აქტივობები, ზღაპრის გმირების მსვლელობი და საშობაო ბაზარი მოეწყო.
ღონისძიება გალა კონცერტითა და საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა.
შეგახსენებთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 24 დეკემბრიდან ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში საახალწლო ღონისძიებები მიმდინარეობს.