ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 11 იანვარს 09:00-დან 10:00 საათამდე ელექტროენერგია შეუწყდებათ აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში ვაზიანი, მარტყოფი, სააკაძე, გამარჯვება, მუხროვანი, ლოჭინი, დიდი ლილო და მიმდებარე ტერიტორიაზე, კახეთის გზატკეცილზე.
11:00-დან 14:00 საათამდე – აბონენტებს წალკის მუნიციპალიტეტის სოფლებში კოხტა, ხარება, ჩრდილისუბანი, ახალიკი, სამება, კარაკომი, ბეშთაშენი და მიმდებარე სოფლებში.
11:00-დან 14:00 საათამდე – აბონენტებს სოფლებში დაშბაში, იმერა.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.