რუსთავის თეატრის მორიგი წარმატება- “თეატრალური სეზონის საუკეთესო ნამუშევრების” დაჯილდოებაზე, რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის მუნიციპალური თეატრი, ჯილდოს მფლობელი სამ ნომინაციაში გახდა.
საუკეთესო რეჟისორული ნამუშევრის, ქალის საუკეთესო ეპიზოდური როლის და საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობის პრიზები, რუსთავის თეატრმა, რეჟისორ სოსო ნემსაძის სპექტაკლისთვის- ,,მიმძიმს ამაზე საუბარი” მიიღო.
საქართველოს თეატრალური საზოგადოების ყოველწლიური კონკურსის ჯილდოები, რეჟისორ სოსო ნემსაძეს, მსახიობებს: ნათია მელაძეს და არჩილ მაკალათიას გადაეცათ.