გოგი მეშველიანი ბოლნისის ბიუროში მოქალაქეებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტში ბოლნისის დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარმა გოგი მეშველიანმა ბოლნისის ბიუროში მოქალაქეთა მიღება გამართა.

მაჟორიტარმა ინდივიდუალურად მოისმინა ადგილობრივი მოქალაქეების საჭიროებები.

„ბოლნისის ბიუროში მოქალაქეთა მიღება გავმართე. თითოეულს ინდივიდუალურად გავესაუბრე, მოვისმინე მათი შეხედულებები და საჭიროებები. ჩვენ, მუდამ მზად ვართ შესაძლებლობების ფარგლებში თანადგომა აღმოვუჩინოთ და მათთან ერთად ვიმოქმედოთ გამოწვევების დასაძლევად ,“- განაცხადა გოგი მეშველიანმა