საჯარო მოხელეები იანვრიდან 10%-ით გაზრდილ ხელფასებს აიღებენ

2023 წლის პირველი იანვრიდან საჯარო სექტორში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება 10%-ით იზრდება.

“საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებები, რომელიც საბაზო თანამდებობრივი სარგოს გაანგარიშების ახალი წესსაც გულისხმობს, პარლამენტმა დეკემბერში მიიღო, დღეიდან კი ძალაში შევიდა.

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2026 წლამდე, ყოველწლიურად საჯარო სამსახურში ხელფასების ოდენობა დაახლოებით, 10%-ით გაიზრდება. მისივე თქმით, 2026 წლიდან საბაზო თანამდებობრივი სარგო უნდა განისაზღვროს ისე, რომ სახელმწიფო სექტორში საშუალო ხელფასი საჯარო სექტორში არსებული საშუალო ხელფასის 80%-ზე ნაკლები და 90%-ზე მეტი არ იყოს. მინისტრის განცხადებით, ახლა ეს მაჩვენებელი 74%-ს შეადგენს და სწორედ ამიტომ, მომდევნო წლებში, საჯარო სექტორში ხელფასები ყოველწლიურად 10%-ით იმისთვის გაიზრდება, რომ ეს პარამეტრები მიღწეული იქნას.