თბილისის მერია გზის გაწმენდის სამუშაოებს აგრძელებს

დედაქალაქსა და თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე გზის გაწმენდისა და ტექნიკური მარილის დაყრის სამუშაოები გრძელდება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, მიმდინარე დღეების განმავლობაში უკვე 1000 ტონა ტექნიკური მარილი დაიყარა.

გზების გაწმენდის სამუშაოებში ჩართულია 200-მდე თანამშრომელი და სამი ათეული სპეციალური ტექნიკა.

თბილისის მერია მოსახლეობას თხოვნით მიმართავს, თავი შეიკავონ ავტომანქანით გადაადგილებისგან, თუ მას არ აქვს ზამთრის სეზონის საბურავები.