თბილისში, ლილო არენასთან ავარიის შედეგად, ახალგაზრდა გოგო დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა.
თვითმხილველების თქმით, მანქანა დიდი სიჩქარით მოძრაობდა. შემთხვევის შედეგად, 3 ადამიანი დაშავდა, რომლებიც კლინიკაში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 276 მუხლით დაიწყო. მძღოლი დაკავებულია.