თბილისში, ლიფტის შახტაში ცოლ-ქმარი ჩავარდა – ორივე ადგილზე დაიღუპა

ტრაგედია დატრიალდა თბილისის ერთ-ერთ კორპუსში. ლიფტის შახტაში მამაკაცი ჩავარდა, მის დასახმარებლად მეუღლე ჩავიდა, რა დროსაც ლიფტი ამუშავდა და ცოლ-ქმარი მოიყოლა.

ორივე ადგილზე გარდაიცვალა.

ცოლ-ქმარი, რომელიც ლიფტის შახტაში ჩავარდა, საქართველოში რამდენიმე თვის წინ ჩამოვიდა. მათ ვაზისუბანში, სადაც შემთხვევა მოხდა, ბინა ახალი ნაყიდი ჰქონდათ.

როგორც ცნობილია უბედური შემთხვევის დროს გარდაცვლილ ცოლ-ქმარს, ერთი მცირეწლოვანი შვილი დარჩათ.

გარდაცვლილები 35 წლამდე ასაკის არიან.