თბილისში პოლიციელი მოკლეს

თბილისში პოლიციელი მოკლეს. მოკლულია თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამსახურის ხელმძღვანელი. შემთხვევა გამთენიისას მოხდა. მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია ერთი პირი. არსებული ინფორმაციით, დაკავებული პირი პოლიციის ყოფილი თანამშრომელია.

საქმე ორი მუხლით აღიძრა. საქმეს იძიებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური. გარდაცვლილი და დაკავებული მეგობრები იყვნენ. მკვლელობას წინ უძღოდა შელაპარაკება და არსებული ინფორმაციით, დაკავებული ნასვამ მდგომარეობაში იყო.