თებერვლიდან ბანკებს შორის გადარიცხვებზე საკომისიოს ზედა ზღვარი წესდება

ბანკებს შორის გადარიცხვებზე ეროვნული ბანკი საკომისიოს ზედა ზღვარს აწესებს. საუბარია, გადარიცხვებზე, რომელიც RTGS სისტემის საშუალებით ხორციელდება.

ცნობისთვის, აღნიშნული სისტემით ხორციელდება ბანკებს შორის ლარით გადარიცხვები, ასევე გადარიცხვები ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურში და პირიქით.

მაგალითისთვის, 10 000 ლარამდე გადარიცხვის შემთხვევაში, ფიზიკური პირისთვის ტარიფი იქნება არაუმეტეს 2 ლარი, 10 000 ლარიდან 100 000 ლარამდე – არაუმეტეს 5 ლარი და 100 000 ლარის და ზევით გადარიცხვის შემთხვევაში – არაუმეტეს 50 ლარი