თელავი-ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

თელავი-ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევას 26 წლის ასაკის მამაკაცი ემსხვერპლა.

გავრცელებული ცნობით, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე მსუბუქი ავტომანქანა ხეს შეეჯახა, რა დროსაც ავტომანქანაში მყოფი მამაკაცი დაშავდა. ახალგაზრდა საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მძიმე დაზიანებების შედეგად, გარდაიცვალა.