2023 წლიდან ექიმებისა და ექთნების ანაზღაურების მინიმალური ზღვარი განისაზღვრება. მთავრობის დადგენილებით, ექიმებისთვის მინიმალურ ანაზღაურებად 1260, ხოლო ექთნებისთვის – 792 ლარი განისაზღვრება. მთავრობის განმარტებით, ხელფასის აღნიშნული ოდენობა მინიმალური ზღვარია და არა ფიქსირებული. წესი შეეხება ყველა დაწესებულებას, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაშია ჩართული.
ასევე მთავარ ფინანსურ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სასწრაფოს დახმარების სამსახურის პერსონალის ხელფასების 10%-იანი ზრდა, ხოლო სოფლის ექიმებისა და ექთნების ანაზღაურების – 100 ლარით ზრდა.







