მშობლების მკვლელობის საქმეზე დაკავებულ პოლიციელ გიორგი ბეროზაშვილს უვადო პატიმრობა მიესაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გააჟღერა.
ყოფილი სამართალდამცველი ამ დრომდე დანაშაულს არ აღიარებს და ამტკიცებს, რომ ის უდანაშაულოა, მშობლები არ მოუკლავს და საქმე გაყალბებულია. ბეროზაშვილი განაჩენის გასაჩივრებისთვის ემზადება.
გამოძიების ინფორმაციით, 27 აპრილს ვაზისუბანში 30 წლის გიორგი ბეროზაშვილმა კონფლიქტის ნიადაგზე, მძინარე მშობლები ჯერ მოკლა, შემდეგ კი, კვალის დაფარვის მიზნით, სახლს ცეცხლი წაუკიდა.