პრეზიდენტმა 9 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 9 მსჯავრდებული შეიწყალა. ადმინისტრაციის ცნობით, ისინი სრულად გათავისუფლდნენ პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან.

შეწყალებული მსჯავრდებულები პენიტენციურ დაწესებულებებს დღესვე დატოვებენ.