როგორი ამინდია დღეს მოსალოდნელი საქართველოში

27 იანვარს ქუთაისში +14 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +5 გრადუსი იქნება. უნალექო დღე იქნება ოზურგეთშიც, სადაც დღისით ასევე +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +15 გრადუსს მიაღწევს, მოსალოდნელია უნალექო დღე, ღამით კი 5 გრადუსია ნავარაუდევი. +13 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში უნალექო დღეა ნავარაუდები. დღისით +10 გრადუსია, ღამით კი -7 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი დღისით +13 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღეა მოსალოდნელი ჭიათურაში, დღისით +12 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -0 გრადუსი. ახალციხეში დღისით ჰაერი +6 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -1 გრადუსამდე დაიწევს.

უნალექო დღე იქნება ბორჯომში, დღისით +7 ღამის ღამით კი -8 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით 4 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -12 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში მზიანი ამინდი და +7 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი -5 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში, დღისით ჰაერს ტემპერატურა +7 გრადუსი იქნება, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში მზიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +4 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -6 გრადუსი იქნება. უნალექო დღეა მოსალოდნელი ომალოშიც, სადაც დღისით +4, ღამით კი -10 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში უნალექო დღე იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +7 გრადუსი იქნება, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +5 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -4 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც უნალექო დღე იქნება. დღისით +7 გრადუსი, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +6 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში +6 გრადუსი და ღრუბლიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +6 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -3 გრადუსია მოსალოდნელი.