USAID-ის პროგრამასა და რუსთავის მუნიციპალიტეტს შორის სამომავლო თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განისაზღვრება იმ შეხვედრის საფუძველზე, რომელიც დღეს და ხვალ მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლების უშუალო ჩართულობითა და USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის გუნდის მონაწილეობით ტარდება.
აღსანიშნავია რომ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი იმ 11 მუნიციპალიტეტს შორისაა, სადაც 2023 წელს ქვეყნის მასშტაბით USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა ამოქმედდება.