საგარეჯოში მომხდარი სროლის შედეგად დაღუპულ პოლიციელს დღეს დაკრძალავენ

საგარეჯოში მომხდარი სროლის შედეგად დაღუპულ 37 წლის ოთარ ღვინაშვილს დღეს, 24 იანვარს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაილურში, საგვარეულო სასაფლაოზე  დაკრძალავენ. შეგახსენებთ პოლიციის თანამშრომელს ტყვია მაშინ მოხვდა, როდესაც ადგილზე მყოფი მოქალაქეების გადარჩენას ცდილობდა. დაღუპული პოლიციელის სამოქალაქო პანაშვიდი თბილისში, ვაზისუბანში მდებარე ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიაში გაიმართა.

ამ დრომდე კლინიკაში რჩება თავდასხმის ღამეს საგარეჯოში დაჭრილი სამი პირი.ერთ-ერთი დაშავებულის, 24 წლის გიორგი კიკნაძის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. რაც შეეხება დანარჩენ ორ დაშავებულს, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ კლინიკიდან უახლოეს დღეებში გაწერენ.