ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა სამეგრელოს რეგიონში. რამდენიმე მუნიციპალიტეტში მოსახლეობას ელექტროენერგია არ მიეწოდება.
წაქცეულია მრავალწლოვანი ხეები. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.
ასევე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ცაიშსა და ცაცხვში ქარმა კერძო საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა.
ძლიერმა ქარმა ელექტროგადამცემი ხაზები ხობის მუნიციპალიტეტის რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულშიც დააზიანა, რის გამოც ელექტროენერგია არ მიეწოდება მოსახლეობის ნაწილს. მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ ქარმა ხეები წააქცია და დაზიანდა ხიდ-ბოგირის ჯებირები.









