საფრანგეთში საპენსიო რეფორმა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს . მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია ემანუელ მაკრონისა და მისი მთავრობის გეგმამ, რომლის მიხედვითაც, საფრანგეთში 2030 წლიდან პენსიაზე გასვლა მოქალაქეებს, 62-ის ნაცვლად, 64 წლიდან მოუწევთ.
ამჯერად აქცია პარიზში გაიმართა და მასში ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ორგანიზატორების ცნობით, დემონსტრაციებში 150 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. პოლიცია კი ამტკიცებს, რომ მომიტინგეთა რიცხვი 12-14 ათასს არ აჭარბებდა.
ასევე, რეფორმის მიხედვით, საპენსიო ფონდში შენატანის გაკეთება მოქალაქეებს 43 წლიდან მოუწევთ. ხელისუფლების პროგნოზით, 2030 წლისთვის საფრანგეთის საპენსიო ფონდში 20 მილიარდი ევრო დაგროვდება.
შეგახსენებთ, გასულ კვირას საპენსიო ასაკის გაზრდის ინიციატივის წინააღმდეგ საფრანგეთში გაფიცვები დაიწყო. დაიხურა ბევრი სკოლა, არ მოძრაობდა ტრანსპორტი, გაუქმდა ავიარეისები.