საქართველოს პრემიერ-მინისტრი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს.

ეკონომიკური ფორუმის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ფორუმის დამფუძნებელმა, კლაუს შვაბმა, შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტმა, ალან ბერსემ, უკრაინის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა, ლუი ჰიმ.

ფორუმის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეხვედრები გამართა სასურსათო პროდუქციით საცალო ვაჭრობისა და ჰიპერმარკეტების ქსელის მფლობელი კომპანიის, Majid Al Futtaim-ის აღმასრულებელ დირექტორთან, ჰანი ვეისთან და  კატარის საინვესტიციო საზოგადოების აღმასრულებელ დირექტორთან, მანსურ ბინ იბრაჰიმ ალ მაჰმუდთან.