დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი – სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი მიწისძვრის შესახებ დაზუსტებულ ინფორმაციას ავრცელებს.
მიწისძვრის ეპიცენტრი დაღესტანში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან ხუთ კილომეტრში, 25 კილომეტრის სიღრმეზე იყო. ბიძგები იგრძნობოდა საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის დედაქალაქშიც.
ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრის სიძლიერემ 3.8 მაგნიტუდა შეადგინა. ბიძგები 12:36 საათზე დაფიქსირდა.