სენაკში, რუსთაველის ქუჩაზე ძლიერი ქარის გამო ხე წაიქცა და სამარშრუტო მიკროავტობუსს დაეცა. შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.
დაზარალებულებს გულმკერდის ტრავმები აღენიშნებათ და კლინიკა „არქიმედეში“ არიან გადაყვანილნი.
ერთმა პირმა, რომელსაც მოტეხილობა აღენიშნება, სამედიცინო დაწესებულებას თვითონ მიმართა.
ექიმების ინფორმაციით, დაშავებულებს გამოკვლევები უტარდებათ და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.