სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქვემო ქართლის მასშტაბით დეკემბრის თვეში 50-მდე ობიექტი შეამოწმა.
განხორციელებული სახელმწიფო კონტროლის შედეგად, 11 ბიზნესოპერატორი დააჯარიმეს 3-ს კი საწარმო პროცესი შეუჩერდა. რეგიონში დარღვევების მეოთხედი ნაწილი ქალაქ რუსთავს უკავშირდება.