ტიბეტში ზვავის ჩამოწოლას 28 ადამიანი ემსხვერპლა

ტიბეტში ზვავის ჩამოწოლას 28 ადამიანი ემსხვერპლა. როგორც ცნობილია შემთხვევის ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები თითქმის დასრულებულია.

ზვავი ქალაქ ლინჩჟიში 17 იანვარს ავტომაგისტრალზე, გვირაბის შესასვლელთან ჩამოწვა, რის გამოც გვირაბში მყოფი ადამიანები და სატრანსპორტო საშუალებები ბლოკირებულები აღმოჩნდნენ.

ბოლო დღეების განმავლობაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში 1300-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, მათ შორის იყვნენ მეხანძრეები, სამხედროები, ადგილობრივი საჯარო მოსამსახურეები და მოსახლეობა, მობილიზებული იყო 230-ზე მეტი ერთეული ტექნიკა.