ქაშვეთის ეკლესიაში ბუბა კიკაბიძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. ხვალ კი სახალხო არტისტს, ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზიდან გაასვენებენ და ანდერძის მიხედვით, ვერის სასაფლაოზე, ოჯახის წევრების გვერდით დაკრძალავენ.
შეგახსენებთ კინომსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი, საესტრადო მომღერალი და სიმღერების ავტორი, ბუბა კიკაბიძე, 15 იანვარს, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.