ქობულეთში, საზოგადოებრივ ცენტრთან ახლოს სროლა იყო. ტყვია შენობას მოხდა, ნატყვიარი ეტყობა შუშას.
წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, გასროლამდე ქუჩაში იყო ხმაური. ჩხუბში რამდენიმე პირი მონაწილეობდა.
ადგილზე მუშაობს კრიმინალური პოლიცია. ფაქტზე გამოძიება 236-ე მუხლით დაიწყო.