ძლიერმა ქარმა ფოთში პრობლემები შექმნა. წაქცეულია ხეები, დაზიანებულია ელექტრობოძები. ქალაქის ნაწილს არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია. ძლიერი ქარის გამო ნაწილობრივ დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები.
ძლიერი ქარის შედეგად ფოთში დაზიანდა ინფრასტრუქტურა. კერძოდ, დაზიანებულია ელექტროგადამცემი სადენები, გარე განათების ბოძები, რიგ სახლებზე სახურავებია გადახდილი. მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები ახორციელებენ სამუშაოებს, მყისიერი რეაგირება ხდება შემოსულ ზარებზე და ლოკალურად ვახდენთ პრობლემის მოგვარებას. წაქცეული ხეების გამო რამდენიმე ადგილას გადაკეტილია საავტომობილო გზა და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.
ამასთან, ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ცნობით, დღეს ღამით ფოთში მოსალოდნელია აღმოსავლეთის ქარის გაძლიერება, საშტორმო მდგომარეობაა გამოცხადებული სანაპირო ზოლზე.









