10 იანვარს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება წალკის მუნიციპალიტეტის სოფლებს

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 10 იანვარს 12:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგია შეუწყდებათ აბონენტებს წალკის მუნიციპალიტეტის სოფლებში განთიადი, სამება, ტბეთი, დარაკოვი, გუნიაკალა, წინწყარო, ხადიკი, სანთა, თიაქ-ქილისა, წალკაში მექანიკურის, გ.ცაბაძის, წერეთელის ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.