1948 წლის 19 იანვარს რუსთავი ქალაქად გარდაიქმნა

75 წლის წინ დაბა რუსთავი ქალაქად გადაკეთდა. 1948 წლის 19 იანვარს მიიღეს ბრძანებულება გარდაბნის რაიონის დაბა რუსთავის ქალაქ რუსთავად გარდაქმნის შესახებ. დღეს კი ის უმთავრესი სამრეწველო ქალაქია თბილისის შემდეგ.

თავდაპირბველად IV საუკუნის შუა წლებიდან რუსთავი იქცა რევიანთა რეზიდენციად, უფლისწულთა ქალაქად ანუ ვოსტან ქალაქად. „ვოსტან“ ირანული წარმოშობის სიტყვა და უფლისწულისთვის გამოყოფილ მამულს ნიშნავს.

IV საუკუნის ბოლო მეოთხედში ბოსტან-ქალაქში მტკვრიდან ყარაიას ველებამდე სარწყავი არხი, ანუ რუ გაიყვანეს სწორედ ამ არხიდან მიიღო ქალაქმა მეორე სახელწოდება — რუსთავი

IX საუკუნიდან კი რუსთავი რევიანთა საუფლისწულო ქალაქი აღარ არის და ამიტომ მას რჩება მხოლოდ სახელი რუსთავი