2023 წლიდან ექიმებისა და ექთნების ანაზღაურების მინიმალური ზღვარი განისაზღვრება

2023 წლიდან ექიმებისა და ექთნების ანაზღაურების მინიმალური ზღვარი განისაზღვრება. მთავრობის დადგენილებით, ექიმებისთვის მინიმალურ ანაზღაურებად 1260, ხოლო ექთნებისთვის – 792 ლარი განისაზღვრება.

მთავრობის განმარტებით, ხელფასის აღნიშნული ოდენობა მინიმალური ზღვარია და არა ფიქსირებული.

წესი შეეხება ყველა დაწესებულებას, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაშია ჩართული.

გადაწყვეტილება უკვე იანვრიდან ძალაში შევიდა.