2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამები გარდაბანში

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში, 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური წარმოადგენს მერიის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების მუნიციპალური ქვეპროგრამების მართვას და მათ განხორციელებაზე კონტროლს.

სამსახური ადმინისტრირებას უწევს 22 ქვეპროგრამას, რომელთა ძირითადი ნაწილი ითვალისწინებს გარდაბანში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი პირების, მრავალშვილიანი ოჯახების, ახალშობილების, შშმ პირების, უსახლკაროთა და სხვა განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა სოციალური საჭიროებების უზრუნველყოფას, როგორც სერვისების მიწოდების, ასევე ფულადი დახმარების გაცემის გზით.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური  გარდაბანში სოციალური ქვეპროგრამების განხორციელების პროცესში, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერი წარმომადგენლებთან ერთად კოორდინირებულად მუშაობს.