2023 წლიდან ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მიმართულების დაფინანსება 770 მლნ ლარით გაიზარდა, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა მისი თქმით 2023 წლის იანვრიდან პენსიონერები გაზრდილ პენსიას აიღებენ.
70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 440 ლარი იქნება, სხვაგან კი 365 ლარი.
70 წლამდე პირთა პენსია კი გახდება თითქმის 300 ლარი, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 70 წლამდე პირთა პენსია გახდება 355 ლარი.