23 იანვარს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 23 იანვარს 13:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგია შეუწყდებათ აბონენტებს მარნეულში რუსთაველის, 26 მაისის, გამსახურდიას, სულხან-საბას, ჩოლოყაშვილის, მუსხელიშვილის, მერაბ კოსტავას, პუშკინის, ლესელიძის, აივაზ გასანოვის, აღმაშენებლის, ჟორდანიას და მიმდებარე ქუჩებზე.
15:00-დან 17:00 საათამდე – აბონენტებს სოფლებში მარაბდა, ბორბალო, ჯანდარი, ყიზილაჯლო.
13:00-დან 14:00 საათამდე – აბონენტებს დმანისში 9 აპრილის, წმ.ნინოს, ცურტაველის, სიონის, ვახტანგ მეფის, რუსთაველის, ნანა დედოფლის, მუსხელიშვილის, ცოტნე დადიანის, გოგებაშვილის, გაბაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.