5 იანვარს გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 5 იანვარს12:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგია შეუწყდებათ აბონენტებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში ქესალო, ნაზარლო, კაპანახჩი, ლელაშხა, გარდაბანში აზიზბეკოვის, ოქტომბრის, აღმაშენებლის, 1 მაისის, მ.გორკის, გამარჯვების ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.