6 იანვარს,რუსთავში პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაგეგმილი საახალწლო ღონისძიება გაიმართება

რუსთავის საახალწლო სოფელი, სადაც მთავარი ნაძვის ხე 10 დეკემბერს აინთო, სტუმრებს ყოველ შაბათ- კვირას მასპინძლობს. მთავარი სადღესასწაულო კონცერტი, კი რუსთაველებს შობის წინა დღეს,თავისუფლების მოედანზე  6 იანვარს ელოდება. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაგეგმილ ღონისძიებაზე, რუსთაველებისთვის ,,ქართული ხმები” და ჯგუფი ,,რეგიონი” იმღერებენ.

6 იანვარს, რუსთავის ,,საახალწლო სოფელი”, სტუმრებს საბავშვო-გასართობი ღინისძიებებით, ზღაპრის გმირების მსვლელობით, საშობაო ბაზრობით 15:00 საათიდან უმასპინძლებს.

15:00-20:00 – საშობაო ბაზრობა: ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, გლინტვეინი, დარიჩინის ორცხობილა, ცხელი შოკოლადი

15:00-20:00 – საბავშვო სივრცე: თამაშები, ზღაპრის გმირები, საბავშვო წარმოდგენები, თოვლის ბაბუა და საჩუქრები

15:30-19:00 – ზღაპრის გმირების საზეიმო მსვლელობა მოსიარულე ორკესტრთან ერთად, ბავშვების შეხვედრა თოვლის ბაბუასთან

19:00 – 20:00 – ანსამბლი „ქართული ხმები“და ბენდი

20:00 -21:00 – ჯგუფი ‘’რეგიონი

21:00 საათზე კი ღონისძიებას საზეიმო ფოიერვერკი დაასრულებს.