ავტოსაგზაო შემთხვევას სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევა სიღნაღის მუნიციპალიტეტში. ნუკრიანი-ჩალაუბნის დამაკავშირებელ გზაზე მომხდარ ავარიას შუახნის ქალი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხევში გადავარდა. დაშავდა კიდევ რამდენიმე მგზავრი,მათგან ახალგაზრდა გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.