გარდაბანში პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაგეგმილი საახალწლო ღონისძიება გაიმართა

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაგეგმილ საახალწლო ღონისძიებაზე, გარდაბანში თიკა მახალდიანმა,ანი ვეკუამ და ოთო ნემსაძემ იმღერეს.

ქალაქის მთავარი სადღესასწაულო კონცერტი დღეს 2 იანვარს გაიმართა.

დღესასწაულის ფარგლებში  საბავშვო- გასართობი აქტივობები, ზღაპრის გმირების მსვლელობი და საშობაო ბაზარი მოეწყო.

ღონისძიება გალა კონცერტითა და საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა.

შეგახსენებთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 24 დეკემბრიდან ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში საახალწლო ღონისძიებები მიმდინარეობს.