შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, დღეს, გარდაბანში საშობაო ,,ალილოს” მსვლელობა მოეწყო.
ტრადიციული ალილოს მსვლელობა საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ, ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრიდან დაიწყო.
მსვლელობაში სასულიერო პირებს, სტიქაროსნებსა და მრევლს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი – დავით კარგარეთელი, საკრებულოს თავმჯდომარე – მიხეილ გედეხაური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეურთდნენ, მონაწილეებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცეს და საშობაო ნობათი გადასცეს.
შეგროვებული ტკბილეული და სხვა საჩუქრები ნორიოსა და მარტყოფში არსებულ ბავშვთა სახლებსა და ვახტანგისის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მონასტერს გადაეცა.