„რესპუბლიკელი“ კონგრესმენი კევინ მაკკარტი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერად აირჩიეს.
მაკკარტიმ სპიკერად არჩევისთვის საჭირო ხმების მიღება მე-15 კენჭისყრის დროს მოახერხა.
მანამდე, კი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 3 დღის განმავლობაში 14 კენჭისყრა გამართა.
მაკარტიმ 216 ხმა მიიღო, მისმა დემოკრატმა კონკურენტმა ჰაკიმ ჯეფრისმა – 212. მაკარტიმ ამდენივე ხმა მიიღო კენჭისყრის წინა ტურშიც, მაგრამ გამარჯვებისთვის ეს საკმარისი ვერ გახდა. ბოლო ტურში 6-მა კონგრესმენმა არც ერთ კანდიდატს არ მისცა ხმა, რამაც მაკარტის გამარჯვება მოუტანა.
შეგახსენებთ, ნოემბრის შუალედური არჩევნების შედეგად „რესპუბლიკელებმა“ წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა მოიპოვეს.