ორგანიზაცია USAID-მა ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის გაცნობისა და ურთიერთთანამშრომლობის სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით, რუსთავის მუნიციპალიტეტში სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრას, რომელიც მერიის სხდომათა დარბაზში გაიმართა, საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია, მოადგილე ალექსანდრე ბერიძე და საკრებულოს დეპუტატები დაესწრნენ.
USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა მიზნად ისახავს ადგილობრივი ხელისუფლების, სამოქალაქო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის და თანამშრომლობის ხელშეწყობას.
„- პროგრამა სულ მცირე 22 პარტნიორ მუნიციპალიტეტს დაეხმარება და მხარს დაუჭერს ადგილობრივ ხელისუფლებას საჯარო-კერძო პარტნიორობის (PPP) განვითარების მიმართულებით, თანაბარი და ეფექტიანი საჯარო სერვისების მიწოდების უზრუნველყოფას,“- განაცხადა შეხვედრაზე USAID -ის პროგრამის ხელმძღვანელმა კევინ მაკლოკლინმა.









