2023 წლის 1-ლი იანვრიდან კრიპტოვალუტების რეგულირება დაიწყება. რეგულაცია შეეხება იმ ბიზნეს სუბიექტებს, რომლებიც სერვისებს მესამე პირის სასარგებლოდ ახორციელებენ.
კანონი არ ვრცელდება მაინინგით დაკავებულ პირებზე და პირად გადარიცხვებზე, თუ ის მესამე პირების სასარგებლოდ არ ხორციელდება.
კანონი ძალაში შედის 2023 წლის 1-ლი იანვრიდან, თუმცა მას აქვს გარდამავალი დებულებები, ამოქმედების კუთხით.
2023 წლის 1-ლი იანვრიდან, ეროვნულ ბანკს უკვე ექნება უფლებამოსილება, რომ აღნიშნული სექტორის ზედამხედველობა დაიწყოს. ზედამხედველობა და რეგულირება მოიცავს პირველ რიგში იმას, რომ ეროვნულ ბანკს ექნება ვალდებულება, 2023 წლის 1-ელ ივლისამდე ვირტუალური აქტივის სერვისების პროვაიდერების ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის წესი დაადგინოს.
ბაზრის მოთამაშეებს 2024 წლის 1-ელ ივლისამდე ექნებათ შესაძლებლობა, რომ საკანონმდებლო მოთხოვნებთან შესაბამისობაში ეტაპობრივად მოვიდნენ.