როდემდე გაგრძელდება თოვლიანი ამინდი

უამინდობა მთელი ქვეყნის მასშტაბით მომდევნო სამი დღის განმავლობაში შენარჩუნდება. სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში ყინვა და ნალექი იქნება.

დასავლეთში მოსალოდნელია ძლიერი ქარიც. ცალკეულ მოაკვეთებზე შესაძლებელია იყოს ნისლი და ქარბუქი. სპეციალისტები ქვეყანაში გამოდარებას 13 იანვრიდან ელოდებიან.