ბოლო ინფორმაციით საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიისას გარდაიცვალა 6 ადამიანი და დაიჭრა 5 პირი. ერთ-ერთი მოკლული პოლიციელი ოთარ ღვინაშვილია ის ერთ-ერთ მოქალაქეს გადაეფარა, გულის არეში მოხვდა ტყვია და გარდაიცვალა. ამჟამად პოლიციაში გამოკითხვაზეა ოქროს მოწმე, თავდამსხმელის ვაჟი, რომელიც შემთხვევის დროს სახლში იმყოფებოდა.
საგარეჯოში მოკლული ოთხივე პირის ვინაობა უკვე ცნობილია, ესენი არიან: დავით ნასრაძე, ზაზა ჩიხლაძე, ზაქრო მათიაშვილი და ნოდარ რჩეულიშვილი.